ძიება

ფონდიუ ვაშლის წვენით

ფონდიუ ვაშლის წვენით
ingredients icon
ინგრედიენტები

ინგრედიენტები (4 ულუფისთვის):

სოსისი „ქომაგი“ – 2 ცალი

სოსისი „მონადირული“ – 2 ცალი

გაუდას ტიპის ყველი – 400 გ

ვაშლის წვენი – 200 მლ

ორეგანო – 1 ჩ.კ.

სეზამის მარცვლები – 1 ჩ.კ.

მუსკატის კაკალი (დაფქული) – 1 მწიკვი

დაღერღილი წიწაკა - 1 მწიკვი

შაქარი – 1 ჩ.კ.

კარაქი – 50 გ

ზეთი – 2 ს.კ.

ლაიმი – 1 ცალი

მარილი 

chef hat icon
მომზადების წესი

მომზადება:

ცხელ ტაფაზე დაასხით ზეთი, დაამატეთ მარილი, ორეგანო, დაღერღილი წიწაკა, შაქარი, სეზამის მარცვლები და ლაიმის წვენი. სოსისი დაჭერით და შუშეთ არომატულ ცხიმში, სანამ ოდნავ არ მოიბრაწება.

ყველის სოუსისთვის პატარა ქვაბში ჩაასხით ვაშლის წვენი, დაამატეთ კარაქი და გააცხელეთ. როცა კარაქი მთლიანად გადნება, ჩაყარეთ წვრილად გახეხილი გაუდა და ცოტა მუსკატი. თან განუწყვეტლივ ურიეთ, რათა მიიღოთ გლუვი და ელასტიური მასა.

სერვირება:

მობრაწული სოსისი და ყველის სოუსი  გადაიტანეთ სხვადასხვა ჭურჭელში. ზემოდან მსუბუქად მოაყარეთ ორეგანო, დაღერღილი წიწაკა და სეზამის მარცვლები გემოვნებით.

შეგიძლიათ სოსისს  მოასხათ ყველის სოუსი ან სერვირებისთვის გამოიყენოთ ფონდიუს ჭურჭელი.


გემრიელად მიირთვით!