ფონდიუ ლუდითა და პარმეზანით
ინგრედიენტები (4 ულუფისთვის):
სოსისი „მონადირული“ – 200 გ
ფენოვანი ცომი – 1 ფირფიტა (დაახ. 250–300 გ)
ყველი ჩედარი – 150 გ
პარმეზანი – 20 გ
კვერცხი – 4 ცალი
რუკოლა – 50 გ
ორეგანო – 2 ჩ.კ.
წითელი მოცხარი – 50 გ
მარილი
მომზადება:
სოსისი დაჭერით თხელ ნაჭრებად.
ყველი ჩედარი გახეხეთ.
ფენოვან ცომს მიეცით სასურველი ფორმა და დააფინეთ გრილზე ან გამოსაცხობ ფორმაში. მოაყარეთ გახეხილი ჩედარის ნახევარი, ზემოდან დაალაგეთ დაჭრილი სოსისი, დაახალეთ კვერცხი, მოაყარეთ მარილი, ორეგანო და დარჩენილი ჩედარი.
გამოაცხვეთ 200°C-ზე 15 წუთის განმავლობაში, სანამ ცომი კარგად არ დაიბრაწება და ყველი არ გადნება.
სერვირება:
მზა პიცა მორთეთ რუკოლათი, წითელი მოცხარითა და პარმეზანის ნაფლეთებით. დაჭერით სასურველი ფორმის ნაჭრებად და მიირთვით.
გაამოთ!
სხვა რეცეპტები