ბრუსკეტა სატაცურითა და მარწყვით
ინგრედიენტები (4 ულუფისთვის):
მომზადება:
პური დაჭერით თხელ ნაჭრებად, მოაყარეთ ორეგანო, დაღერღილი წიწაკა, მოასხით ლიმონის წვენი, ზეითუნის ზეთი და შედგით ღუმელში.
ბეკონი შებრაწეთ, შემდეგ მის ცხიმში შეწვით სატაცური და 2 კვერცხი, მოაყარეთ მარილი, შავი და თეთრი სეზამის მარცვლები.
ავოკადო გაჭერით, მოასხით ლიმონის წვენი, დავჭყლიტეთ და დაამატეთ 1 კბილი გახეხილი ნიორი. ავოკადოს მასას მოაყარეთ პილპილი, ცოტა ბაზილიკი და ქინძი.
სერვირება:
პურის ნაჭერზე მოათავსეთ ავოკადოს პიურე, დაჭრილი ქინძი და ოხრახუში, შემწვარი კვერცხი, სატაცური, თხლად დაჭრილი მარწყვი, ზმოდან გადაუსვით ზეითუნის ზეთში არეული დაჭყლეტილ ნიორი. ბოლოს მოაყარეთ დაჭრილი ბეკონი.
გაამოთ!
სხვა რეცეპტები