ძიება

ბრუსკეტა ბადრიჯნითა და ავოკადოს პასტით

ბრუსკეტა ბადრიჯნითა და ავოკადოს პასტით
ingredients icon
ინგრედიენტები

ინგრედიენტები ( 4  ულუფისთვის): 

ბეკონი – 200 გ

ბერძნული (ან ნებისმიერი) პური – 1 ცალი

პომიდორი – 2 ცალი

ბადრიჯანი – 2 ცალი

ქინძი – 100 გ

ბაზილიკი – 20 გ

რუკოლა – 60 გ

მიკრომწვანილი 

ნიორი –  2-3 კბილი

ორეგანო – გემოვნებით

დაღერღილი წიწაკა ½ ჩ.კ

ავოკადო – 2 ცალი

მოცვი – 100 გ

ზეითუნის ან მზესუმზირას ზეთი – 100 მლ

ლიმონის წვენი   1 ლიმონისგან

პარმეზანი – 80 გ

პილპილი
მარილი 

chef hat icon
მომზადების წესი

მომზადება:


პური დაჭერით თხელ ნაჭრებად, მოაყარეთ ორეგანო და დაღერღილი წიწაკა, მოასხით ლიმონის წვენი, ზეითუნის ზეთი და გახუხეთ ტოსტერში.   

 ბეკონი შებრაწეთ,   შემდეგ მის  ცხიმში  შეწვით  რგოლებად დაჭრილი ბადრიჯანი.

ავოკადო დაჭერით,  მოასხით ლიმონის წვენი,  დაჭყლიტეთ და დაამატეთ 1 კბილი გახეხილი ნიორი. ავოკადოს მასას მოაყარეთ შავი პილპილი, ცოტა ბაზილიკი და ქინძი. 

სერვირება: 

პურის ნაჭერზე მოათავსეთ ავოკადოს პასტა, პომიდორი, შემწვარი ბადრიჯანი, ბეკონი,  ბაზილიკი, ცოტა რუკოლა, მიკრომწვანილი და მოცვი. ბოლოს  მოახეხეთ პარმეზანი.

გაამოთ!