ბეკონისა და შაშხის სალათი მდოგვის სოუსით

ბეკონისა და შაშხის სალათი მდოგვის სოუსით
ingredients icon
ინგრედიენტები

ინგრედიენტები (4 ულუფისთვის):

  • ბეკონი – 150 გ

  • შაშხი “შეიკა” – 150 გ

  • სალათის ფოთლები – 100 გ

  • რუკოლა – 100 გ

  • მარცვლოვანი მდოგვი – 1 ს.კ. 

  • დიჟონის მდოგვი – 1 ს.კ.

  • ზეითუნის ზეთი – 70 მლ

  • ლაიმის წვენი – 1 ს.კ.

  • თაფლი – 1 ჩ.კ.

  • ორეგანო – 1 ჩ.კ.

  • პარმეზანი – 30 გ

  • ნიგოზი – 30 გ

  • დაღერღილი წიწაკა – გემოვნებით

  • მოცვი – მოსართავად

chef hat icon
მომზადების წესი

მომზადება:

დაჭერით ბეკონი და შაშხი საშუალო ნაჭრებად, გადაიტანეთ ჯამში,  შეურიეთ გარეცხილი, მშრალი სალათის ფოთლები და რუკოლა.

სოუსისთვის ერთმანეთში აურიეთ მარცვლოვანი და დიჟონის მდოგვები, დაამატეთ ზეითუნის ზეთი, ლაიმის წვენი, თაფლი, ორეგანო და დაღერღილი წიწაკა. კარგად ურიეთ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ.

სოუსი მოასხით სალათს და ფრთხილად ამოურიეთ, რომ ინგრედიენტები კარგად შეერიოს ერთმანეთს.


სერვირება:

მზა სალათი გადაიტანეთ თეფშზე, მორთეთ გახეხილი პარმეზანით, ნიგვზითა და მოცვით.


გემრიელად მიირთვით!