ძიება

ბეკონის გადმოტრიალებული პიცა

ბეკონის გადმოტრიალებული პიცა
ingredients icon
ინგრედიენტები

ინგრედიენტები (4 ულუფისთვის):

ბეკონი – 200 გ

ბადრიჯანი – 1 ცალი

გამომშრალი პომიდორი – 100 გ

ფენოვანი ცომი – 1 ფირფიტა (დაახ.  250–300 გ)

ორეგანო – 1 ჩ.კ.

ზეითუნის ზეთი – 2 ს.კ

რუკოლა – 20 გ

პარმეზანი – 20 გ

თაფლი – 2 ს.კ.

chef hat icon
მომზადების წესი

მომზადება:

ბეკონი და ბადრიჯანი დაჭერით გრძელ, თხელ ნაჭრებად. გახურებულ ღუმელში, ტაფაზე ან გრილზე დაალაგეთ ბეკონი შესაწვავად. ცოტა ხანში, როგორც კი ცხიმს გამოუშვებს, დააწყვეთ ბადრიჯანი. მოაყარეთ ორეგანო და თავისუფალ ადგილებში ჩაამატეთ  გამომშრალი პომიდორი. შეწვით 200°C ტემპერატურაზე 2-3 წუთის განმავლობაში. 

ბეკონს, ბადრიჯნსა და გამომშრალ პომიდორს ზემოდან დააფარეთ ფენოვანი ცომი, მოასხით ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი, მოაყარეთ ორეგანო, დაჭრილი გამმოშრალი პომიდორი და გამოაცხვეთ 200°C-ზე 15-20 წუთის განმავლობაში, სანამ ცომი კარგად არ დაიბრაწება.

გამომცხვარ პიცას დააფარეთ ლანგარი და ფრთხილად გადაატრიალეთ.

სერვირება:

მორთეთ რუკოლათი, მოაყარეთ პარმეზანის ფანტელები და მოასხით თაფლი.

გემრიელად მიირთვით!