ძიება

ბეკონი კარტოფილითა და ბადრიჯნით არაჟნის სოუსთან ერთად

ბეკონი კარტოფილითა და ბადრიჯნით არაჟნის სოუსთან ერთად
ingredients icon
ინგრედიენტები

ინგრედიენტები (4 ულუფისთვის):

ბეკონი – 200 გ

კარტოფილი – 3 ცალი

ბადრიჯანი – 2 ცალი

მოხარშული მუხუდო - 200 გ

მწვანე წიწაკა - 1 ცალი

ქორფა კიტრი - 1 ცალი

ნიორი – 1 კბილი

ორეგანო - 1 ჩ.კ.

თეთრი სეზამის მარცვლები  – 1 ჩ.კ.

არაჟანი – 100 გ

ლიმონის წვენი - 2 ს.კ.

ზეთი – შესაწვავად

დაღერღილი წიწაკა  - გემოვნებით

პილპილი 

მარილი

chef hat icon
მომზადების წესი

მომზადება:

კარტოფილი და ბადრიჯანი დაჭერით კუბებად და შეწვით ზეთში. ცალკე მობრაწეთ ბეკონის ნაჭრები. შემდგომ ყველაფერი კარგად გადაურიეთ ერთმანეთში, დაამატეთ მოხარშული მუხუდო, მწვანე წიწაკა, ძალიან ცოტა ნიორი, ხმელი ორეგანო, თეთრი სეზამის მარცვლები და 1 ს.კ. ლიმონის წვენი.

სოუსისთვის  გახეხეთ 1 ცალი ქორფა კიტრი, 1 კბილი ნიორი, შეაზავეთ არაჟნით, 1 ს.კ. ლიმონის წვენით, მარილით, პილპილითა და დაღერღილი წიწაკით.  შეგიძლიათ დაუმატოთ წითელი მოცხარიც.


სერვირება:

გადაიტანეთ კერძი თეფშზე, სურვილისამებრ მორთეთ მწვანე ხახვითა და ბაზილიკით. სუფრასთან მიიტანეთ არაჟნის სოუსით. 

შესანიშნავი, ფერადი, გემრიელი კომბინაცია.

მიირთვით და ისიამოვნეთ!