ბავარიული სარდელი კარტოფილის პიურეთი და ნიგვზის სოუსით
ინგრედიენტები (4 ულუფისთვის):
სარდელი „ბავარიული“ – 4 ცალი
კარტოფილი – 8 ცალი
ქინძი – ნახევარი კონა
ბაზილიკი – 1 კონა
ნიორი – 4 კბილი
ორეგანო – 1 ს.კ.
ჩედარის ტიპის ყველი – 200 გ
კარაქი – 80 გ
ნიგოზი – 100 გ
ნაღები – 200 მლ (ან რძე – 130 მლ)
ტკბილ-ცხარე სოუსი – 120 გ
ზეითუნის ზეთი – 2 ს.კ.
ლიმონი – 1 ცალი
წითელი მოცხარი - 20 გ
მარილი
მომზადება:
ბავარიულ სარდელს მსუბუქად დაუსერეთ ზედაპირი და შეწვით ზეთში ორივე მხრიდან, სანამ არ გაუჩნდება ოქროსფერი ქერქი.
კარტოფილი კარგად მოხარშეთ მარილიან წყალში, დაჭყლიტეთ კარაქთან და რძესთან ერთად ისე, რომ მიიღოთ ფაფუკი, კრემისებრი პიურე.
მოამზადეთ ორი სოუსი:
ნიგვზის სოუსი: ბლენდერში მოათავსეთ დაჭრილი ქინძი, 2 კბილი ნიორი, ცოტა მარილი, ნიგოზი, ლიმონის წვენი და ორეგანო. ყველაფერი კარგად დააბლენდერეთ, სანამ არ მიიღებთ ერთგვაროვან მასას.
ყველის სოუსი: დაჭრილი ჩედარი დააბლენდერეთ ცოტა წყალთან ერთად - ისე, რომ მიიღოთ რბილი და სქელი კრემისებრი სოუსი. დაამატეთ მარილი გემოვნებით.
სერვირება:
კარტოფილის პიურე გადაიტანეთ თეფშზე, ზემოდან მოაწყვეთ სარდელი და ცოტაოდენი მოცხარი, გვერდით მიუდგით ნიგვზისა და ჩედარის სოუსები, ბოლოს დაამატეთ სასურველი რაოდენობის ტკბილ-ცხარე სოუსი, სურვილისამებრ - ბაზილიკის ფოთლები და შავი სეზამის მარცვლები.
გაამოთ!
სხვა რეცეპტები