ბავარიული რაგუ
ინგრედიენტები (4 ულუფისთვის):
სარდელი „ბავარიული“ – 4 ცალი
პრასი – 2 ღერი
ბადრიჯანი – 1 ცალი, საშუალო ზომის
წითელი ბულგარული წიწაკა – ნახევარი
მწვანე ბულგარული წიწაკა – ნახევარი
ყვითელი ბულგარული წიწაკა – ნახევარი
თეთრი ლობიო (დაკონსერვებული) – 1 პატარა ქილა
ნიორი – 1 კბილი
ორეგანო – 1 ჩ.კ.
დაღერღილი წიწაკა - 1 ჩ.კ
ზეთი – 2 ს.კ.
თეთრი სეზამის მარცვლები – გემოვნებით
მარილი
პილპილი
მომზადება:
მრგვალ ნაჭრებად დაჭრილი სარდელი მოათავსეთ ზეთმოსხმულ ცხელ ტაფაზე და შეწვით. როგორც კი მოიბრაწება, მოაყარეთ მარილი, ორეგანო, პილპილი და დაღერღილი წიწაკა.
შემდეგ დაამატეთ ბოსტნეული: ჯერ დაჭრილი ბადრიჯანი და დაჭყლეტილი ნიორი, შემდეგ – კუბებად დაჭრილი წითელი, მწვანე და ყვითელი ბულგარული წიწაკა, ბოლოს – დაჭრილი პრასი და თეთრი ლობიო. ყველაფერი კარგად ამოურიეთ და მსუბუქად მოშუშეთ.
სერვირება:
მზა კერძი გადაიტანეთ თეფშზე. მოაყარეთ სეზამის მარცვლები, სურვილისამებრ, დაღერღილი წიწაკა ან მწვანილი.
გაამოთ!
სხვა რეცეპტები