სექ 18, 2026
„სპეცის სერია“ — ახალი, დამატებითი პრემიუმ არჩევანი „ნიკორასგან“
„ნიკორას“ ასორტიმენტს სრულიად ახალი, პრემიუმ ხაზი — „სპეცის სერია“ შეემატა
„სპეცის სერია“ ჩვენს ახალ, ულტრათანამედროვე საწარმოში, უმაღლესი ხარისხის საქონლისა და ღორის ხორცისგან მზადდება
რა ხდის „სპეცის სერიას“ განსაკუთრებულს?
0% კონსერვანტები და მოკლე ვადა: პროდუქტის დამზადებისას არ გამოიყენება კონსერვანტები. მოკლე შენახვის ვადა სწორედ პროდუქციის ნატურალურობისა და სიახლის უტყუარი ნიშანია.
ბუნებრივი გარსაცმი: პროდუქტები მოთავსებულია ბუნებრივ გარსაცმში, რაც მათ განსაკუთრებულ, ნაზ და წვნიან ტექსტურას სძენს.
დახვეწილი რეცეპტურა: მაღალი ხორცშემცველობა და ევროპული სანელებლები თითოეულ პროდუქტს გამორჩეულ გემოვნურ ხასიათს ანიჭებს
სერიაში წარმოდგენილია 3 პროდუქტი:
სპეცი სოსისი რძიანი: საქონლისა და ღორის ხორცისგან დამზადებული სოსისი, გერმანული სანელებლებითა და რძის მსუბუქი არომატით.
სპეცი სოსისი ივერია: ცხვრის ბუნებრივ გარსაცმში მოთავსებული სოსისი, რომელსაც ავსტრიული სანელებლები და დამახასიათებელი „ტკაცუნა“ ტექსტურა გამოარჩევს.
სპეცი სარდელი ბავარიული: ღორის ბუნებრივ გარსაცმში მომზადებული სარდელი ავსტრიული რეცეპტურით, მდიდარი და არომატული გემოთი.
„სპეცის სერია“ არის დამატებითი, პრემიუმ არჩევანი მათთვის, ვისაც სურს ყოველდღიურ სუფრას ახალი, დახვეწილი შთაბეჭდილებები შემატოს
იპოვეთ „სპეცის სერია“ „ნიკორას“ სუპერმარკეტების ქსელში