ძიება
სიახლეები

სექ 18, 2026

„გრილერი“ - სიახლე ნიკორასგან, ცეცხლის რიტუალი და ნამდვილი, წვნიანი გემო

„გრილერი“ - სიახლე ნიკორასგან, ცეცხლის რიტუალი და ნამდვილი, წვნიანი გემო

„ნიკორა“ მომხმარებელს სრულიად ახალ გასტრონომიულ ხაზს — „გრილერს“ წარუდგენს. ეს არის ნედლი, უმი ხორცისგან დამზადებული სოსისების პრემიუმ სერია, რომელიც სპეციალურად ცეცხლზე, გრილზე, კოცონსა თუ ტაფაზე შესაწვავად შეიქმნა.

პროდუქტის მთავარი საიდუმლო მისი მომზადების ტექნოლოგიაშია. რადგან „გრილერი“ ნედლი ხორცისგან მზადდება, შეწვისას ის პირდაპირ ცეცხლის ალზე იბრაწება, ინარჩუნებს ბუნებრივ წვენს, არ შრება და იღებს ნამდვილი კრაფტ-პროდუქტისთვის დამახასიათებელ მდიდარ არომატს.

„გრილერის“ იდეა მეგობრული შეკრებების ესთეტიკას ეფუძნება და თანაბრად ერგება ნებისმიერ გარემოს — იქნება ეს ეზო, აგარაკი, ტერასა, პიკნიკი თუ ბუნებაში ქემფინგი.

ხაზი ოთხ განსხვავებულ გემოვნურ პროფილს აერთიანებს:

  • ღორის ხორცი — კლასიკური და ტრადიციული არომატი;

  • ღორი & საქონელი — დაბალანსებული და ნაჯერი მიქსი;

  • ოთხი ყველი — განსაკუთრებულად ჰაეროვანი და პიკანტური;

  • პაპრიკა — ოდნავ ცხარე, გამოკვეთილი ხასიათით.

აღმოაჩინე ცეცხლზე მომზადების ახალი რიტუალი.

„გრილერი“ უკვე ხელმისაწვდომია „სუპერმარკეტ ნიკორას“ შერჩეულ 9 ფილიალში! 



მისამართები:

ნიკორა #283 - დ. წყნეთი, რუსთაველის ქ. ნაკ. 68/011
ნიკორა #171 - ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი 1,6კმ
ნიკორა #002 - ქ. თბილისი, ხომლის ქ-სა და აერ. დას. მე-7 ქ-ს შორის
ნიკორა #464 - ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი, ხ/ბ ბაზის მიმდ. 3/22
ნიკორა #303 - ქ. თბილისი, ქეთევან დედოფლის გამზ. კორპ. 1
ნიკორა #295 - ქ. თბილისი, მოსკოვის გამზ. კვ 2 კორპ. 1
ნიკორა #363 - ქ. თბილისი, ლუბლიანას ქ. 11
ნიკორა #495 - ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი 63
ნიკორა #272 - ქ. თბილისი, დიღმის მასივი 3კვ. მიქელაძის 9


სხვა სიახლეები

პატარა მხატვრების დიდი შემოქმედება 1000-ზე მეტ მაღაზიაში — "ნიკორას" ინოვაციური კამპანია სოსის "მინისთვის"

პატარა მხატვრების დიდი შემოქმედება 1000-ზე მეტ მაღაზიაში — "ნიკორას" ინოვაციური კამპანია სოსის "მინისთვის"

arrow icon
„სპეცის სერია“ — ახალი, დამატებითი პრემიუმ არჩევანი „ნიკორასგან“

„სპეცის სერია“ — ახალი, დამატებითი პრემიუმ არჩევანი „ნიკორასგან“

arrow icon
როგორ გავაცოცხლეთ საფეხბურთო ემოციები „ქომაგის“ შეფუთვაზე ⚽

როგორ გავაცოცხლეთ საფეხბურთო ემოციები „ქომაგის“ შეფუთვაზე ⚽

arrow icon